თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 1 ივლისამდე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერი დაბლობ რაიონებში +22, +27 გრადუსამდე გათბება.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +27, +32 გრადუსი დაფიქსირდება.
დედაქალაქში ასევე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსი იქნება.