ფოთში მუსიკალური ფესტივალი SWING გაიმართება

სამდღიანი ფესტივალის მიზანი ქართველი და უცხოელი შემსრულებლების გაერთიანება და ადგილობრივი ელექტრონული სცენის განვითარების ხელშეწყობა
Sputnik
თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. ფოთი 5-8 აგვისტოს ოქროს ტბაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალ SWING-ზე ადგილობრივ და უცხოელ მუსიკოსებს შეკრებს.
სამდღიანი ფესტივალის მიზანი ქართველი და უცხოელი შემსრულებლების გაერთიანება და ადგილობრივი ელექტრონული სცენის განვითარების ხელშეწყობაა. პროექტის ავტორებს განზრახული აქვთ – წარმოაჩინონ საპორტო ქალაქის გეოგრაფიული მდებარეობის უპირატესობა და რეგიონის ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.
ფოთის პორტი
ფესტივალის სამ სცენაზე წარდგებიან გერმანელი პროდიუსერი, დიჯეი რომან ფლუგელი (Roman Flügel), დიჯეი მადრიდიდან ოსკარ მულერო (Oscar Mulero), გერმანელი არტისტი Gene On Earth, ასევე ქართული ელექტრონული მუსიკის წარმომადგენლები - ჰაცვალი (Hatsvali), იანამასტე (Yanamaste), Kvanchi B2B Dito და სხვები.
ფესტივალზე ასაკობრივ ზღვარი იმოქმედებს. ღონისძიებაზე დაიშვებიან მხოლოდ 18 წელზე უფროსი ასაკის პირები.