საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფში გავიდა

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასვლისთვის საქართველოს ნაკრების ხორვატიას დაუპირისპირდება
Sputnik
თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა უნგრეთში საწყლოსნო სახეობებში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და პლეი ოფში გასვლა მოახერხა.
ჯგუფური ტურნირის დასკვნით მატჩში ქართველი წყალბურთელები ჩემპიონატის მასპინძლებს შეხვდნენ და ანგარიშით 14:18 დამარცხდნენ.
მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასვლისთვის საქართველოს ნაკრების ხორვატიას დაუპირისპირდება. თამაში 27 ივნისს გაიმართება.