თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. უამინდობის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 22-35 კმ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, სოფელ ჩარგალში მისასვლელ (ვაჟა ფშაველას სახლ-მუზეუმი) საავტომობილო გზაზე ხევის გამონატანებმა გამოიწვია გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვა, რის გამოც დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
საქართველოში ბოლო დღეებში სტიქია მძვინვარებს. გადაუღებელმა წვიმებმა, ქარმა და სეტყვამ სერიოზულად აზარალა მოსახლეობა. დაიტბორა და დაზიანდა სახლები, ხეხილის ბაღები, საკარმიდამო ნაკვეთები, ინფრასტრუქტურა.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი