თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები FIFA-ს განახლებულ რეიტინგში სამი პოზიციით დაწინაურდა და 82-ე ადგილს იკავებს.
საქართველოს ნაკრები 1296,46 ქულით ბოლივიასა (1298,81) და გვინეას (1294,89) შორის იმყოფება.
თებერვალში ფიფას ბოლო რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ოთხი თამაში ჩაატარა, საიდანაც სამი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა.
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ერთი პოზიციით მაღლა აიწია და რეიტინგში 124-ე ადგილზეა. გოგონები კვიპროსის და ყირგიზეთის ნაკრებებს შორის აღმოჩნდნენ.
მამაკაცებს შორის ფიფას რეიტინგის ლიდერები არიან ბრაზილიის, ბელგიისა და არგენტინის გუნდები; ქალებში - აშშ, შვედეთი და საფრანგეთი.