მსოფლიო დღეს

ოსლოში ტერაქტი მოხდა: არის მსხვერპლი - ვიდეო

ეჭვმიტანილი დაკავებულია, პოლიციაში მომხდარი დანაშაულის გამოძიების შტაბი შეიქმნა
Sputnik
თბილისი, 25 ივნისი - Sputnik. ორი ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაიჭრა სროლის შედეგად ოსლოს ღამის კლუბში - სამართალდამცველებმა ინციდენტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს, ნათქვამია ნორვეგიის დედაქალაქის პოლიციის განცხადებაში.
„პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე დააკავა. მომხდარზე გამოძიება ტერაქტის მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. უწყებაში დანაშაულის გამოძიების შტაბი შექმნა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე მძიმედ დაშავდა.