ორი ოქრო ძიუდოში: ქართველებმა ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატი მოიგეს

ხვალ გაიმართება კონტინენტური პირველობა 81, 90, +90 (ვაჟები) და 70, +70 კგ (გოგონებში) წონით კატეგორიებში
Sputnik
თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. ხორვატიის ქალაქ პორეცში ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში საბა სამადაშვილმა (66 კგ) და გიორგი მიშველიძემ (73 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს.
სამადაშვილმა ფინალში იპონით ფრანგი კილიან ნოელი დაამარცხა, მიშველიძემ კი ვაზარით სერბი მიხაილო სიმინს სძლია.
ძიუდოისტი გიორგი მიშველიძე (მარცხნიდან მეორე)
ხვალ გაიმართება კონტინენტური პირველობა 81, 90, +90 (ვაჟები) და 70, +70 კგ (გოგონებში) წონით კატეგორიებში.
ძიუდოისტი საბა სამადაშვილი (მარჯვნივ)
გუნდური შეჯიბრება 26 ივნისს გაიმართება. საქართველოს სახელით მათე ჩაფურიშვილი, ნოდარ ალაფიშვილი, თამაზ ბიგანაშვილი და ლიზი ქვარცხავა იასპარეზებენ.
აღსანიშნავია, რომ გუშინ ევროპის ჩემპიონატზე დავით ლომიტაშვილმა (55 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.