ისანში სამი ახალგაზრდა დაჭრეს

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მეზობლები დაუპირისპირდნენ.
Sputnik
თბილისი, 25 ივნისი - Sputnik. ისანში, ე.წ. ზეემკას დასახლებაში გვიან ღამით სამი ადამიანი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდები თავდაპირველად ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაშავებულებს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ არავინ დაუკავებია. გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.
წყარო - „მთავარი არხი“