ავარია კახეთში: დაშავებულია 12 ადამიანი, მათ შორის უცხოელები არიან

ერთმანეთს ტურისტების მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.
Sputnik
თბილისი, 25 ივნისი - Sputnik. ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღო 12 ადამიანმა, მათგან 9 უცხოელია, ასევე გიდი, მძღოლი და მსუბუქი ავტომობილის მგზავრი, რომლის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევა გურჯაანში რამდენიმე საათის წინ მოხდა. ერთმანეთს ტურისტების მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახნენ.
დაშავებულები გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შედარებით მძიმეა ერთი დაშავებულის მდგომარეობა, რომელიც მსუბუქ ავტომობილში იმყოფებოდა.
ადგილზე სამაშველო ჯგუფი და პოლიცია იყო მობილიზებული.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.