„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 25 ივნისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
მთაწმინდის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვირსალაძის, ბროსეს, ალექსი მესხიშვილის, ჭანტურიას და ათონელის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.