ყვითელი ამბები

„ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, ვერ იპოვა თავისი ბიოლოგიური მშობლები...“ - თამარ გვერდწითელი

Sputnik
მომღერალი თამარ გვერდწითელი მუსიკოს იური შატუნოვის გარდაცვალებას უსამძიმრებს მის ოჯახს.

„ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, ვერ იპოვა თავისი ბიოლოგიური მშობლები. დღეს იური შატუნოვი წავიდა ამ ქვეყნიდან. ღრმა მწუხარება შვილს და მეუღლეს, მას მეტი არავინ ებადა”, – დაწერა გვერდწითელმა სოციალურ ქსელში.

ყვითელი ამბები
ლევან კბილაშვილს თბილისში დაკრძალავენ
მომღერალი იური შატუნოვი 48 წლის ასაკში 23 ივნისს გარდაიცვალა. მიზეზად გულის შეტევა დასახელდა. „იურის გული გაუჩერდა სასწრაფო დახმარების მანქანაში“, – განუცხადა TASS-ს მომღერლის პრეს-მდივანმა არკადი კუდრიაშოვმა.
შატუნოვი ჯგუფ „ლასკოვი მაის" სოლისტი იყო. რომელიც ცნობილი გახდა ჰიტებით, „თეთრი ვარდები" და „ნაცრისფერი ღამე".