უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი საქართველოს ეწვევა

უნგრელ კოლეგას საგარეო უწყებაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს.
Sputnik
თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო დღეს საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან.
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები1994 წლის 4 აგვისტოს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.
საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით 2013 წლიდან ფუნქციონირებს სახელმწიფოთშორისი კომისია ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში.