პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა

საკანონმდებლო ორგანო საშემოდგომო სესიის ფარგლებში მუშაობას სექტემბრის პირველ სამშაბათს განაახლებს.
Sputnik
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში დღეს საგაზაფხულო სესია დაიხურა.
საქართველოს პარლამენტი სესიაზე წელიწადში ორჯერ იკრიბება. საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.

„საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიას დახურულად ვაცხადებ“, – განაცხადა საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ამ დროისათვის უცნობია, რამდენად სწრაფად დაუბრუნდება საკანონმდებლო ორგანო მუშაობას. დეპუტატები არ გამორიცხავენ, რომ რიგი გადაწყვეტილებების მისაღებად რიგგარეშე სესია დაინიშნოს.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი საშემოდგომო სესიის ფარგლებში მუშაობას სექტემბრის პირველ სამშაბათს განაახლებს.