მსოფლიო დღეს

ავღანეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა: არიან დაღუპულები და დაშავებულები

Sputnik
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ხუთი ადამიანი დაიღუპა და ათზე მეტი დაშავდა პარასკევს აღმოსავლეთ ავღანეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელ შარაფატ ზამანზე დაყრდნობით.

„სამწუხაროდ, ჩვენ კვლავ ცუდი ამბები გვაქვს პაქტიკას პროვინციიდან. დღეს, დილის 10 საათზე კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა გიანის რაიონში. <...> დაფიქსირდა ხუთზე მეტი მსხვერპლი, ათზე მეტი ადამიანი კი დაშავდა“, — განუცხადა ზამანმა სააგენტოს.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, პარასკევს ავღანეთ-პაკისტანის საზღვართან 4,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის კერა 10 კილომეტრის სიღრმეზე იყო.
მანამდე, ოთხშაბათს, ღამით ავღანეთში 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც 1,1 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 1650-ზე მეტი კი დაშავდა.