ყვითელი ამბები

ელის-მარია სააკაშვილის ახალი ფოტო - გოგონა უსაყვარლესია

Sputnik
მომღერალი სოფო ნიჟარაძე შვილის ელის-მარია სააკაშვილის ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც გოგონას ყვითელი კაბა აცვია და სერიოზული სახით პოზირებს.
ფოტომ სოციალური ქსელების მომხმარებლები აღაფრთოვანა.
ელის-მარია სააკაშვილი დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში და ცნობადობით მშობლებს - საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მომღერალ დედას არ ჩამოუვარდება.
გოგონა ცოტა ხნის წინ ორი წლის გახდა. სოფომ ის ამერიკაში გააჩინა და წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მის სახეს საზოგადოებას არ უჩვენებდა.
დედა-შვილი საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ დაბრუნდა.