ყვითელი ამბები

„კოაჩელაზე“ ჩემი ორეული იდგა სცენაზე“ - ბილი აილიშის სკანდალური განცხადება

Sputnik
მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი ბილი აილიში Apple Music-ის გადაცემაში იყო მიწვეული, სადაც ყველასთვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა. მომღერალი ამბობს, რომ „კოაჩელა 2022“-ზე აუდიტორიის წინაშე მისი ორეული წარდგა.

„კოაჩელა 2022“-ზე მე მართლაც გამოვიყენე ჩემი ორეულის მომსახურება. ის ჩემი მოცეკვავეა. ჩემს ტანსაცმელში გამოვაწყვე, დავახურე შავი პარიკი, გაუკეთეს გრიმი და შავი სათვალეც, ეცვა ჩემი ფეხსაცმელი და წინდა. სანამ სცენაზე სინათლე აინთებოდა, ის იდგა და ყველას მე ვეგონე. მანამდე მე ტანსაცმელს ვიცვლიდი“, – იხსენებს ბილი აილიში.

ყვითელი ამბები
„პორნო პირველად 11 წლის ასაკში ვნახე... ტვინი ძალიან დამიზიანა“ – ბილი აილიშის აღიარება
ბილი აილიში დაიბადა და გაიზარდა ლოს-ანჯელესში, მუსიკოსების და მსახიობების ოჯახში. მისი მშობლები მეგი ბერდი და პატრიკ ოკონელი პროფესიით მსახიობები, სცენარისტები და მუსიკოსები არიან. მას შოტლანდიური და ირალანდიური წარმომავლობა აქვს. განათლებას იღებდა სახლში, რვა წლის ასაკში კი ლოს-ანჯელესის ბავშვთა გუნდში გაწევრიანდა.
თერთმეტი წლის იყო, საკუთარი სიმღერების წერა რომ დაიწყო ძმასთან, ფინიას ოკონელთნ ერთად, რომელსაც ამ საქმეში კარგი გამოცდილება გააჩნდა, რადგანაც საკუთრ ბენდთან ერთად წერდა და აქვეყნებდა სიმღერებს. 2015 წლის ოქტომბერში ჩაწერა სიმღერა Ocean Eyes და საკუთარ ქორეოგრაფთან ერთად დადგა ცეკვა. 2016 წელს SoundCloud-ზე გამოქვეყნდა აილიშის სადებიუტო სიმღერა Ocean Eyes, ხოლო სიმღერის მუსიკალური ვიდეო — 2016 წლის 24 მარტს. იმავე წელს გამოიცა მისი შემდეგი სიმღერა Six Feet Under. 2017 წლის 14 იანვარს გამოაქვეყნა EP, რომელშიც Ocean Eyes-ის სამი რემიქსი შევიდა.