როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში

უამინდობა, რომელიც 24 ივნისს, საღამოს დაიწყება, 26 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
Sputnik
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოში უახლოეს დღეებში უამინდობას პროგნოზირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
24 ივნისის საღამოდან მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
უამინდობა 26 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს (განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოს) მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ღვარცოფული და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
დასავლეთ საქართველოში ბოლო დღეებში სტიქია მძვინვარებს. გადაუღებელმა წვიმებმა, ქარმა სერიოზულად აზარალა მოსახლეობა. დაიტბორა და დაზიანდა სახლები, ხეხილის ბაღები, საკარმიდამო ნაკვეთები, ინფრასტრუქტურა.