თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 24 ივნისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის და ბობ უოლშის ქუჩის მოსახლეობას.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დელისის III ქუჩის, თამაზ ნადარეიშვილის, დელისის, შალვა ნუცუბიძის, ინტენსიფიკაციის, გაზაფხულის და კამანის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის IV კვარტლის (ნაწილობრივ), ინტენსიფიკაციის, კონსტანტინე კაპანელის, ანდრო ჭილაიას, ლევან ასათიანის, უჩა ჯაფარიძის და ხომლის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), ფოცხვერაშვილის, ჩუბინაშვილის, ნინოშვილის, ვიქტორ დოლიძის, კონსტიტუციის, გოგი დოლიძის, სურამის, გოგოლის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, კლდიაშვილის, ფიროსმანის, ჩიტაიას და ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიტაიას, ჩუბინაშვილის, ჩიქობავას, ბენაშვილის, მაზნიაშვილის, ტერენტი გრანელის, მამარდაშვილის, კონსტიტუციის და ნინოშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), კედიას და სამტრედიის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის, დაბა ტაბახმელას (ნაწილობრივ), კოჯრის გზატკეცილის, რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ამაღლების, ბოლო აღმართის, ოქროყანის, წავკისის, დავითაშვილის, ავთანდილის, ასათიანის, გიზო ნიშნიანიძის, ლერმონტოვის და მესხის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და ფეიქრების ქუჩის მოსახლეობას.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ლეხ კაჩინსკის, ბოჭორმის, იალბუზის, ახმეტის, მღვდელი თეოდორე ჩიხლაძის, გუთნის, ხახანაშვილის, ივერიელის და წინანდლის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ენუქიძის, თვალჭრელიძის, ქიზიყის, რკინიგზის და ბათუმის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.