ძლიერი მიწისძვრის შედეგები ავღანეთის პროვინცია პაკტიკაში - ფოტო

ავღანეთის პროვინცია პაკტიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად მინიმუმ 280 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 600-ზე მეტი.
Sputnik
6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შესახებ აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა გაავრცელა ცნობა. მიწისძვრის კერა მდებარეობდა ქალაქ ჰოსტიდან 44 კილომეტრში, სადაც 96 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ეპიცენტრი დაახლოებით 51 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
1 / 9

მიწისძვრა პაკისტანის საზღვართან ახლოს მოხდა

2 / 9

თავდაპირველი ცნობების თანახმად, დაღუპული იყო 255 ადამიანი, ხოლო დაშავებული 500

3 / 9

თუმცა მსხვერპლთა რაოდენობა ზრდას არ წყვეტს

4 / 9

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 6,1 მაგნიტუდას შეადგენდა

5 / 9

ეპიცენტრი მდებარეობდა ქალაქ ჰოსტიდან 44 კილომეტრში

6 / 9

ავღანეთში მიწისძვრა არც ისე იშვიათი მოვლენაა

7 / 9

არასაიმედო კონსტრუქციების გამო ავღანეთში სახლების დიდი ნაწილი განადგურდა

8 / 9

დაშავებულთა დასახმარებლად ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების რაოდენობა არასაკმარისია

9 / 9

გარდა ამისა, ავღანეთში ჰუმანიტარულ დახმარებას ართულებს ხელისუფლებაში „თალიბანის“ მოსვლა