ყვითელი ამბები

ლევან კბილაშვილს თბილისში დაკრძალავენ

Sputnik
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ცნობილ ქართველ მომღერალს ლევან კბილაშვილს საქართველოში, თბილისში დაკრძალავენ.
ლევან კბილაშვილი მოსკოვში 32 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. რუსული მედია წერს, რომ მომღერალი ძილში გარდაიცვალა გულის პრობლემების გამო.
მომღერალს კვირას, 26 ივნისს 14:00 საათზე სიონის ტაძრიდან გამოასვენებენ.
ლევან კბილაშვილი რუსეთის „პირველ არხზე“ მუსიკალური შოუ The Voice-ის მეშვიდე სეზონის მონაწილე იყო. პროექტზე ლევანის მენტორი იყო მისი თანამემამულე, ცნობილი კომპოზიტორი და პროდიუსერი კონსტანტინე მელაძე.
„ვოისის“ შემდეგ ლევანი დარჩა მოსკოვში და აქტიურად დაიწყო სოლო კარიერა. ხშირად ასრულებდა სიმღერებს ლიუბოვ უსპენსკაიასთან ერთად. ლევან კბილაშვილის ერთ-ერთი ბოლო მუსიკალური პროექტი იყო panGEO ბენდი, რომლითაც მან წარმატებით მოიარა რუსეთის ქალაქები.