ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ლოს-ანჯელესში ფილმის Nike გადაღებები აქტიურად მიმდინარეობს, რომელშიც მთავარ როლებს ბენ აფლეკი და მისი ბავშვობის მეგობარი მეტ დეიმონი ასრულებენ. ფილმის რეჟისორი თავად ბენია.
49 წლის აფლეკის საცოლე ჯენიფერ ლოპესი გადასაღებ მოედანზე საყვარელ მამაკაცს ხშირად სტუმრობს. ფაქტობრივად ის ყოველდღე ესწრება ფილმის გადაღებებს.
ამჯერად წყვილი პაპარაცებმა ვნებიანი კოცნის დროს გადაიღეს. ბენი და ჯეი ლო ერთმანეთს ეხუტებოდნენ და მშვიდად სეირნობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თავად ბენი სულაც არ არის წინააღმდეგი საყვარელი ქალის გარემოცვაში იმუშაოს, ინტერნეტ-სივრცეში ლოპესს მაინც აკრიტიკებენ. „აცადე კაცს მუშაობა!“, „ნუ აცდენ ბენს“, „ერთი დღე მაინც გაატარეთ ერთმანეთის გარეშე“, – წერენ კომენტარებში.