თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო „საქართველოს რკინიგზამ" 24-27 ივნისს ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს.
კერძოდ, 24-დან 27 ივნისის ჩათვლით დამატებითი მატარებელი თბილისიდან 00:25 საათზე გავა და ბათუმში 06:11 საათზე ჩავა. ეს რეისი ბათუმიდან 00:20 საათზე გამოვა, ხოლო თბილისში 06:09 საათზე ჩავა.
მგზავრებს მატარებლების მოძრაობის განრიგის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ „საქართველოს რკინიგზის" ვებ-გვერდზე.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდის საშუალებით, სწრაფი გადახდის აპარატებით, "საქართველოს რკინიგზის" სალაროებში და „საქართველოს რკინიგზის“ პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.