ყვითელი ამბები

69 წლის მიკი რურკმა იმიჯი ისევ შეიცვალა და ქერათმიანი გახდა

Sputnik
მსახიობი მიკი რურკი, რომელმაც პლასტიკური ქირურგიის წყალობით იმიჯი მკვეთრად შეიცვალა, ამჯერად ფოტოგრაფებთან ახალი ვარცხნილობით გამოჩნდა.
69 წლის მსახიობი ბევერლი ჰილზში გადაიღეს, სადაც 90-იანი წლების სექს-სიმბოლო ლანჩზე მიდიოდა. მას ტანზე მომდგარი ჯინსი და შეხსნილი პერანგი ეცვა.
ამჯერად ყურადღება მიიქცია მიკი რურკის ახალმა ვარცხნილობამ. მან გრძელ თმას მოკლე ამჯობინა და თან ქერა გახდა. რურკის ახალი იმიჯის შეფასება გამოცემა „დეილი მეილის“ ფოტოებით არის შესაძლებელი.