თბილისში, მტკვარში ცხედარი იპოვეს

Sputnik
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. თბილისში, მდინარე მტკვარში ცხედარი იპოვეს, ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი ელიავას ბაზრობის მიმდებარედაა ნაპოვნი.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისათვის უცნობია.
წყარო - „მთავარი არხი“