თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. გლდანის მე-6 მიკრორაიონში მდებარე პარკში პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში 25-26 ივნისს კონცერტები გაიმართება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
კონცერტებზე წარდგებიან საესტრადო შემსრულებლები და მუსიკალური ბენდები.
„ვაგრძელებთ პროექტს „თბილისის ცის ქვეშ“, რომლის ფარგლებშიც უქმე დღეებში დედაქალაქის სხვადასხვა უბანში მუსიკალური საღამოები იმართება. ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ეს პროექტი და უამრავი ადამიანი ესწრება, რაც სასიამოვნოა“, – განაცხადა კალაძემ სხდომაზე.
მუსიკალური საღამოები 19:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალი იქნება.
წყარო - თბილისის მერია