ყვითელი ამბები

„არ მთანხმდება, მაგრამ ამაზე ვმუშაობ“ - რუსკა მაყაშვილი გადაცემაში ქმრის მიწვევას გეგმავს

Sputnik
მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ საკუთარ შოუზე საუბრობს და პასუხობს კითხვას, რატომ არ სტუმრობს მის გადაცემას მისი მეუღლე, მორაგბე სანდრო ნიჟარაძე.
ყვითელი ამბები
„ბავშვებს სანდრო უვლის...“ – როგორ ზრდის რუსკა მაყაშვილი ბავშვებს ძიძის გარეშე

„ჯერჯერობით არ მთანხმდება და უარზეა, მაგრამ მე არ ვყრი ფარ-ხმალს და იმედი მაქვს, რომ აზრს შევაცვლევინებ, ამაზე სერიოზულად ვმუშაობ. კარგ მუხტზე ვარ ცხოვრებაში და, იმედია, ასე დიდხანს გაგრძელდება. მივხვდი, რომ რა ემოციასაც გასცემ სამყაროში, იგივე ემოციები გიბრუნდება უკან. ამიტომ უნდა გავცეთ კარგი ემოციები, რომ ჩვენს ცხოვრებაშიც იყოს კარგი ეტაპი“, – ამბობს რუსკა.

რუსკა მაყაშვილი და სანდრო ნიჟარაძე რამდენიმე წელია დაქორწინებული არიან. წყვილი ორ შვილს ზრდის.