მსოფლიო დღეს

რონალდუს £1.7 მილიონად ღირებული ელიტარული მანქანა ავარიაში მოყვა - ფოტო

Sputnik
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს კუთვნილი ავტომობილი Bugatti Veyron ავარიაში მოყვა, იუწყება გაზეთი Daily Mail.
შემთხვევა 20 ივნისს მოხდა ესპანეთის კურორტ სა-კომაში, სადაც რონალდუ ოჯახთან ერთად ისვენებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ელიტარული ავტომობილი, რომლის ღირებულებაც 1,7 მლნ გირვანქა სტერლინგია, ხელსაწყოების ფარდულს შეეჯახა, სადაც გაზის ბალონებიც ინახებოდა.
როგორც ირკვევა, შემთხვევის დროს მანქანას თავად რონალდუ კი არ მართავდა, არამედ მისი თანაშემწე. მძღოლი, რომლის ვინაობაც უცნობია, არ დაშავებულა. არსებული ცნობით, მან კონტროლი დაკარგა და კედელს შეეჯახა.
კრიშტიანუ რონალდუ შეყვარებულთან და ხუთ შვილთან ერთად 14 ივნისს ჩავიდა მაიორკაზე დასასვენებლად. იქვე მიიყანეს ორი ძვირადღირებული მანქანაც, რომელთაგან ერთი ამ ავარიაში დაზიანდა.