მსოფლიო დღეს

ძლიერი მიწისძვრა ავღანეთში: დაღუპულთა რაოდენობა იზრდება - ვიდეო

Sputnik
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ავღანეთში მომხდარ 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 130 ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება Al Jazeera ქვეყნის კატასტროფების მართვის სამსახურზე დაყრდნობით.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ცნობით, მიწისძვრამ აღმოსავლეთ ავღანეთისა და პაკისტანის ნაწილი მოიცვა. რყევა დაახლოებით 500 კილომეტრის რადიუსით იგრძნობოდა.
მიწისძვრის კერა, რომელიც ადგილობრივი დროით 20.54 საათზე (თბილისის დროით 00:54 სთ) დაფიქსირდა, ქალაქ ჰოსტიდან 44 კილომეტრში მდებარეობდა, სადაც დაახლოებით 97 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მიწისძვრის ეპიცენტრი 51 კმ სიღრმეზე მდებარეობდა.
მასმედიის ცნობით, ადგილებზე სპეციალური სამსახურები მუშაობენ და დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება.
წყარო: Al Jazeera