კასპში დაკარგული გოგონა იპოვეს

Sputnik
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში დაკარგული 14 წლის გოგონა იპოვეს. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი2“ ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, გოგონა ცოცხალი და უვნებელია.
გოგონა სოფელში სტუმრად იმყოფებოდა. არასრულწლოვანი ბოლოს ორშაბათს, დაახლოებით დღის 12 საათზე ნახეს. ინფორმაცია მისი გაუჩინარების შესახებ სამშაბათს გავრცელდა.
გოგონას პოვნის შესახებ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ.
წყარო -„რუსთავი2“