თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. გადაუღებელმა წვიმამ ზუგდიდისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა, იუწყება „პირველი არხი“.
მარტვილის რაიონს პრობლემები შეუქმნა მდინარე აბაშისწყლის ადიდებამ. წყალდიდობის გამო პარალიზებულია მარტვილის კანიონი, სადაც ტურისტების შესვლა დროებით შეჩერებულია.
ზუგდიდში რამდენიმე ქუჩაზე სრულად დატბორილია სავალი გზები, ეზოები, ბოსტნები. ზოგიერთ ოჯახში წყალმა დამხმარე ნაგებობებშიც შეაღწია. ადგილობრივების განცხადებით, წყალმა საკანალიზაციო სისტემები დააზიანა, ეზოებში ტალახის მასა შევიდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები რამდენიმე ადგილზე მუშაობენ.
წყარო - „პირველი არხი“