თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ავღანეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1,1 ათასამდე გაიზარდა, დაშავებულია 1650-ზე მეტი ადამიანი, იუწყება ტელეარხი Tolo News.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია ათას დაღუპულზე და 1500-ზე მეტ დაშავებულზე.
„პაქტიკის და ჰოსტის პროვინციებში მიწისძვრის შედეგად დაშავდა 1650-ზე მეტი ადამიანი, 1100 ადამიანი დაიღუპა“, - ნათქვამია მედიის განცხადებაში. აღნიშნულია, რომ დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება კიდევ გაიზარდოს
ღამით ავღანეთში 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. პაკისტანის მოსაზღვრე პაქტიკისა და ჰოსტის პროვინციებში ძლიერი ნგრევაა. ავღანეთის ისლამური საამიროს ემირმა და „თალიბანის“ მეთაურმა ჰაიბათულა ახუნდზადამ საერთაშორისო სტრუქტურებს დახმარება სთხოვა მიწისძვრასთან დაკავშირებით.