ყვითელი ამბები

თიკა ფაცაცია 19 წლის წინანდელ ფოტოს აქვეყნებს - ტელეწამყვანის ცნობა გაგიჭირდებათ

Sputnik
„მის საქართველო 2003“, მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია ერთგვარ გამოცანას სთავაზობს საკუთარ ხელმომწერებს.
ფაცაცია 19 წლის წინ კონკურსზე – „მის მსოფლიო“ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და ხელმომწერებს ეკითხება: „ფოტოზე რა ხდება, როგორ ფიქრობთ, და როდის ხდება?“
ფაცაციას პოსტს ბევრი გამოეხმაურა, ზოგმა სწორი პასუხიც გასცა, ნაწილმა კი მხოლოდ მის სილამაზეს გაუსვა ხაზი.