ყვითელი ამბები

„ბექას მშობლები ძალიან მეგობრულები არიან“ - შალვა ნათელაშვილის ვაჟი ამ გოგოზე ქორწინდება

Sputnik
რამდენიმე დღის წინ შალვა ნათელაშვილის ვაჟმა ბექამ საყვარელ გოგონას ხელი სთხოვა და ამ მომენტის ამსახველი რომანტიკული კადრები სოციალურ ქსელში დიდი სისწრაფით გავრცელდა.
ცნობილი პოლიტიკოსის რძალი ნატალი თოდაძე ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ბექა იმდენად ახლოს არის მის შეხედულებებთან, გაცნობიდან ძალიან მალე მასში იმდენად დიდი ნდობა დაიმსახურა, რომ შეუძლებელი იყო, მის მშობლებზეც უზომოდ კარგი წარმოდგენა არ შექმნოდა.

„საყვარელი ადამიანის მშობლის გაცნობის პროცესს თან რომ ნერვიულობა ახლავს, ეს ძალიან ბუნებრივი მგონია. ალბათ ამ დროს ყველა ნერვიულობს და გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ. თუმცა ბატონი შალვა არაჩვეულებრივი ადამიანია, ჩემთვის იმის მაგალითია, რომ ყოველთვის უნდა იფიქრო მომავალზე და წინ თამამი ნაბიჯებით იარო. ის ძალიან მეგობრული, მხიარული, ხალისიანი და თბილი ადამიანია, რომელსაც კარგი იუმორის გრძნობა აქვს. საერთოდ, ბექას მშობლები ძალიან მეგობრულები არიან და კარგად ესმით შვილის, ამიტომ მგონია, რომ ჩვენც ძალიან კარგი ურთიერთობა გვექნება“, – ამბობს ნატალი.