თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საუდის არაბეთის ავიაკომპანია Flynas-ის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს გაეცნობიან, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფოტურის მიზანი საუდის არაბეთში საქართველოს ტურისტული ცნობადობის გაზრდა და ტურისტული ნაკადების მოზიდვაა.
დაგეგმილია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეორგოლის მომზადებაც, რომელიც ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე განთავსდება.
საუდის არაბეთის წარმომადგენლები საქართველოს ეცნობიან
© Сourtesy of Georgian National Tourism Administration
ტურის მონაწილეები თბილისს, სტეფანწმინდას, მარტვილსა და ბათუმს ეწვევიან. მოინახულებენ პეტრას ციხეს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, მახუნცეთის ჩანჩქერსა და აჭარაში მდებარე თაღოვან ხიდებს.
ავიაკომპანია Flynas რეგულარულ რეისებს ახორციელებს საუდის არაბეთიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით.