პრინცი ლუის მოუსვენრობისა და რთული ქცევის შესახებ გასულ თვეს ბევრი დაიწერა, თუმცა პატარა მონარქი ისევ მოხვდა მედიის ყურადღების ცენტრში.
ამჯერად საუბარია ფოტოზე, რომელიც პრინცმა უილიამმა თავის ოფიციალურ გვერდზე მამის დღეს გამოაქვეყნა. ფოტოზე, რომელიც კეიტ მიდლტონმა გადაიღო, უილიამი სამივე შვილთან – პრინც ჯორჯთან, პრინცესა შარლოტასთან და პატარა ლუისთან ერთად პოზირებს.
როგორც ყოველთვის, ლუის ადგილი ამჯერადაც გამორჩეულია. მოუსვენარი პრინცი ამჯერად მამის კისერზეა მოკალათებული.