ყვითელი ამბები

ნინი გოგიჩაიშვილს შეყვარებულმა ასეთი სიურპრიზი მოუწყო - რომანტიკული ვიდეო

ნინი გოგიჩაიშვილმა შეყვარებულის მიერ მოწყობილი სიურპრიზის ვიდეო გაასაჯაროვა.
Sputnik
მოდელი და „მის საქართველოს“ ტიტულის მფლობელი ნინი გოგიჩაიშვილი შეყვარებულია, თუმცა საყვარელი კაცის ვინაობას საგულდაგულოდ მალავს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ წყვილმა ურთიერთობა 19 რიცხვში დაიწყო, რასაც ყოველთვის განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
ცოტა ხნის წინ ნინიმ სოციალურ ქსელში საყვარელი კაცის მიერ მოწყობილი სიურპრიზის დეტალები ვიდეოზე აღბეჭდა, რომელიც ისევ რიცხვ „19“-ს ეძღვნებოდა.
ნინი რამდენიმე თვეა დუბაიში ცხოვრობს და იქ ერთ-ერთ არხზე მუშაობს გადაცემის წამყვანად.