კასპის მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონას ეძებენ

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
Sputnik
თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში 14 წლის გოგონას ეძებენ. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, გოგონა სოფელში სტუმრად იმყოფებოდა. არასრულწლოვანი ბოლოს ორშაბათს, დაახლოებით დღის 12 საათზე ნახეს.
ადგილობრივების მონაყოლით, არასრულწლოვანმა მასპინძელი ოჯახის ბავშვი წყლისთვის ქუჩიდან ეზოში შეგზავნა, ხოლო როდესაც ბავშვი უკან დაბრუნდა, სტუმარი იქ აღარ დახვდა.
„ოჯახში ცოლი, ქმარი და სამი შვილი ცხოვრობს. მათთან იყო ეს ბავშვი სტუმრად. აქამდე აქ არასოდეს გვინახავს. დაკარგულ გოგონას თავისი მასპინძელი ბავშვი სახლი შეუგზავნია წყალზე. ეს ბავშვი უკან რომ გამოსულა ქუჩაში, აღარ დახვედრია გოგონა“, – აცხადებენ მეზობლები.
ოჯახმა, სადაც არასრულწლოვანი გოგონა სტუმრად იმყოფებოდა, დაკარგულის ძებნა მაშინვე დაიწყო. ისინი ამ დროისათვის კასპის რაიონის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი 2“