მსოფლიო დღეს

ილონ მასკის ტრანსგენდერი შვილი მონაცემების შეცვლას ითხოვს

Sputnik
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ამერიკელი მილიარდერის ილონ მასკის ტრანსგენდერმა შვილმა ოფიციალური მონაცემების შეცვლა მოითხოვა. შესაბამისი განაცხადი მან ჯერ კიდევ აპრილში შეიტანა სასამართლოში, იუწყება სააგენტო Reuters.
18 წლის ქსავიერ ალექსანდერ მასკმა სასამართლოში შუამდგომლობა შეიტანა სახელისა და მამრობითი სქესის მდედრობითით შეცვლის მოთხოვნით. აღნიშნული დოკუმენტები საიტ PlainSite.org-ზე გამოქვეყნდა.

„მე აღარ ვცხოვრობ ბიოლოგიურ მამასთან და არ მსურს რაიმე სახით ან ფორმით ვიყო დაკავშირებული მასთან“, — განაცხადა მან.

ქსავიერი და მისი ტყუპი ძმა გრიფინი ილონ მასკს ყოფილი მეუღლის ჯასტინ უილსონისგან შეეძინა, რომელსაც 2008 წელს დაშორდა. აღინიშნება, რომ ტყუპები ექსტრაკორპორალური განაყოფიერების გზით დაიბადნენ.
სულ ილონ მასკს შვიდი შვილი ჰყავს — ხუთი ჟასტინ უილსონთან და ორი მომღერალ გრაიმსთან (ნამდვილი სახელი კლერ ბუშე). ნაბოლარა გოგონა მილიარდერს 2021 წელს სუროგატმა დედამ გაუჩინა.
წყარო: Reuters