ყვითელი ამბები

„მივუძღვენი ჩემს ლოვეს“ - გურამიკომ ივანა მელაისთან დაშორების შემდეგ ახალი სიყვარული იპოვა

Sputnik
„ქუჩის ბიჭების“ წევრი გურამ ლომიძე რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარი იყო, სადაც ახალი სიმღერის პრემიერასთან ერთად ახალ სიყვარულზე ისაუბრა.

„ყველაფერი მთავრდება და იწყება, თუმცა ჯობს, რომ დასასრული არ ჰქონდეს. მოდი, ჯერ არ ვისაუბრებ ამ თემაზე. გეტყვით, რომ ჩემი სიმღერა მას ძალიან მოეწონა, ძალიან დადებითად შეაფასა. ერთი სული ჰქონდა, როდის დავაპრემიერებდი, ახლა უსმენს. ეს სიმღერა მონატრებულზე მომივიდა მუზად, ეს არის ჩემი პირველი საავტორო სიმღერა. მივუძღვენი ჩემს ახალ ლოვეს“, – განაცხადა მუსიკოსმა.

გურამ ლომიძე გასული წლის ოქტომბერში დაშორდა მომღერალ ივანა მელაის, რომელთანაც ის ამერიკაში მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა.
გურამს წინა ორი ქორწინებიდან ასევე ჰყავს შვილები. მისი პირველი მეუღლე ხატია შამუგია იყო, მეორე კი ამერიკელი ქალბატონი, რომელთანაც შვიდი წელი იყო ქორწინებაში. მესამედ ივანა მელაიზე დაქორწინდა, თუმცა ეს ურთიერთობაც დასრულებულია.