თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. ქართველი მომღერალი, რუსული ვოკალური პროექტი „გოლოსის“ მონაწილე ლევან კბილაშვილი მოსკოვში 32 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.
მომღერალი ლევან კბილაშვილი
© courtesy of Levan Kbilashvili
ლევან კბილაშვილი რუსეთში The Voice-ის რუსული ვერსიის მეშვიდე სეზონის მონაწილე იყო. პროექტზე ლევანის „მწვრთნელი“ იყო ცნობილი კომპოზიტორი და პროდიუსერი კონსტანტინე მელაძე.
„გოლოსის“ შემდეგ ლევანი დარჩა მოსკოვში და აქტიურად დაიწყო მუშაობა თავის სოლო კარიერაზე. გამოდიოდა ცნობილ მომღერალთან ლიუბოვ უსპენსკაიასთან ერთად.
ლევან კბილაშვილის ერთ-ერთი ბოლო მუსიკალური პროექტი იყო ბენდი panGEO, რომელთან ერთადაც მან წარმატებით მოიარა რუსეთის ქალაქები.