ყვითელი ამბები

ეშტონ კატჩერთან დაშორების შემდეგ 59 წლის დემი მურმა ახალი სიყვარული იპოვა - ფოტოები

Sputnik
ორი თვის წინ დასავლურმა მედიამ დემი მურის ახალი რომანის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ტაბლოიდების ცნობით, 59 წლის მური მსოფლიოში ყველაზე ცნობილ შეფ-მზარეულს, 46 წლის დენიელ ჰამს ხვდება.
და, აი, მათი რომანი დადასტურდა, წყვილი პარიზის ქუჩებში ერთად გადაიღეს. ისინი ჩოგბურთის მატჩსაც დაესწრნენ. შეყვარებული წყვილი ერთმანეთს კოცნიდა და ეხუტებოდა. მოგვიანებით მურმა სოციალურ ქსელში პირველად საყვარელ მამაკაცთან ერთად გადაღებული ფოტოებიც გაავრცელა. წყვილი საოცრად ბედნიერად გამოიყურება.
დემი მური სამჯერ იყო ქორწინებაში. დემი და ფრედი მურები ქორწინებაში 1980-85 წლებში იყვნენ. The Ghost-ის ვარსკვლავი ბრიუს უილისზე 1987 წელს დაქორწინდა, რომლისგანაც სამი გოგონა ეყოლა.
2000 წელს დემი მური და ბრიუს უილისი ერთმანეთს დაშორდნენ, ხუთი წლის შემდეგ კი მსახიობი 16 წლით უმცროს ეშტონ კატჩერზე დაქორწინდა. კატჩერი და მური ერთმანეთს 2013 წელს დაშორდნენ.