COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ბოლო კვირის მონაცემები

შვიდდღიანი ტესტირების დადებითობის საშუალო მაჩვენებელია 0,78%.
Sputnik
თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. საქართველოში ბოლო კვირაში (13–19 ივნისი) კორონავირუსის 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 1.659.371 შემთხვევა.
ბოლო კვირაში გამოჯანმრთელდა 482 ადამიანი (პანდემიის დასაწყისიდან – 1.641.830).
კვირის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა ერთი პაციენტი, პანდემიის დასაწყისიდან – 16.839 ადამიანი.
ბოლო კვირაში ჩატარებულია 78.650 ტესტი კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 72.494, PCR–ტესტით – 6.156.
ამ დროისათვის ქვეყანაში 676 აქტიური შემთხვევაა. ბოლო შვიდ დღეში დადებითობის საშუალო მაჩვენებელი 0,78%-ია.
კოვიდ-სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ამგვარია:
თბილისი – 424
იმერეთი – 64
აჭარა – 50
კახეთი – 20
სამეგრელო–ზემო სვანეთი – 17
ქვემო ქართლი – 13
გურია – 9
შიდა ქართლი – 7
მცხეთა-მთიანეთი – 6
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4
სამცხე-ჯავახეთი – 2.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.