ქართველი მედიცინის მუშაკები ჯანმოს წინააღმდეგ - ფოტო

სამედიცინო სექტორის მუშაკებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს, რომელზეც მოითხოვდნენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან ქვეყნის გამოყოფას, ვინაიდან ორგანიზაციას „ადამიანების საცდელ თაგვებად გამოყენება სურს“.
Sputnik
მსგავსი აქციები უკვე მესამე წელია იმართება. ვინ მონაწილეობს მათში და რატომ აქვთ მსგავსი მოთხოვნები მომიტინგეებს? დაწვრილებით - ჩვენს ფოტოკადრებში.
1 / 12

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვების მოთხოვნით საპროტესტო აქციები დიდი ხანია მიმდინარეობს

2 / 12

ორ წელზე მეტია აქტივისტები მსგავს მიტინგებს მართავენ

3 / 12

აქციები, ტრადიციულად, ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან იმართება

4 / 12

მათი ინიციატორები არიან ქართველი მედიკოსები

5 / 12

მიკრობიოლოგმა ლევან ჩხიკვაძემ ჯანმოს „კრიმინალური ორგანიზაცია“ უწოდა, რომლის ინტერესებიც არანაირ კავშირში არ არის ადამიანების დაცვასთან

6 / 12

საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ვირუსებთან ბრძოლის მიზეზით საერთაშორისო ორგანიზაციები ადამიანებზე ცდებს ატარებენ

7 / 12

აქციის მონაწილეებს არ სურთ, რომ საქართველოში მსგავსი ექსპერიმენტები ტარდებოდეს

8 / 12

„ჩვენ არ ვართ საცდელი თაგვები!“ – განაცხადეს მათ

9 / 12

საპროტესტო აქციები მომავალშიც გაგრძელდება

10 / 12

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ქართული მასმედია მათ პროტესტს თითქმის არ აშუქებს

11 / 12

მომიტინგეების უმეტესობა შეგნებულად არ აიცრა

12 / 12

ქვეყნის ხელისუფლება, სავარაუდოდ, არ დააკმაყოფილებს დეონსტრანტების მოთხოვნებს ჯანმოს დატოვების შესახებ. ამიტომ მსგავსი აქციები, სავარაუდოდ, ისევ გაგრძელდება