საქართველოში ამინდი გაუარესდება

მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლოა საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს.
Sputnik
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. საქართველოში ამინდი გაუარესდება – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს.
უწყების ცნობით, 21 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 23 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლოა საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
ამინდის პროგნოზი თბილისში: 20–26 ივნისი>>
გამოდარებას სინოპტიკოსები 23 ივნისს, დღის მეორე ნახევრიდან ვარაუდობენ.