ყვითელი ამბები

ქეთა თოფურიამ ოლივიას ზღაპრული დაბადების დღე გადაუხადა - ნახეთ როგორ გაერთო ადამი

მომღერალმა ტრადიციას უღალატა და შვილის დაბადების დღე ამჯერად მოსკოვში აღნიშნა.
Sputnik
ორი დღის წინ მომღერალმა ქეთა თოფურიამ უფროსი შვილის ოლივია გეიხმანის დაბადების დღე მოსკოვში აღნიშნა, განსხვავებით წინა წლებისგან, როცა მომღერალი გოგონას დაბადების დღეს საქართველოში, წყნეთში საკუთარ ფეშენებელურ აგარაკზე უხდიდა.
ოლივია 7 წლის გახდა და ერთ-ერთი კომპანიის დახმარებით ქეთამ მას ზღაპრული ვარდისფერი წვეულება მოუწყო. თავად ოლივია ყვითელ კაბაში იყო გამოწყობილი და როგორც ფოტოებიდან და ვიდეოებიდან ჩანს, აღფრთოვანებული იყო გასართობი პროგრამით.
ოლივიას დაბადების დღეს ქეთას უახლოესი მეგობრები - მოდელი მირანდა შელია და დიზაინერი ალექსანდრე არუთინოვიც ესწრებოდნენ.
სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეოებსა თუ ფოტოებში ჩანს, რომ დაიკოს დაბადების დღეს პატარა ადამიც ესწრებოდა, რომელიც ჯერ მხოლოდ წლინახევრისაა.