ყვითელი ამბები

„ერთხელ რომ აპატიებ ადამიანს ძალადობას, მერე უარესები ხდება“ - ნინო გაჩეჩილაძე

Sputnik
ცნობილი ქართული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები”, რომელიც საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამჯერად ქალზე ძალადობის თემას ააქტიურებს. ბოლო სერიებში განსაკუთრებული ყურადღებაა მიპყრობილი კატოს და სოსოს ურთიერთობაზე, რასაც სოციალური ქსელის მომხმარებელი აქტიურად განიხილავს.
„მადლობა, რომ ამ სასწაული ბავშვის მშობლები გვქვია“ – ჩცდ-ის ბაქარი მამა გახდა
როგორც იცით, კატომ სოსოს ფიზიკური ძალადობა აპატია, თუმცა ამან სოსოზე გავლენა ვერ მოახდინა და ის ისევ აგრძელებს კატოზე ამჯერად უკვე ფსიქოლოგიურ ძალადობას.
აღნიშნულ თემას სოციალურ ქსელში ეხმაურება კატოს როლის შემსრულებელი მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე.
„ასეა, ერთხელ რომ აპატიებ ადამიანს ძალადობას, მერე უარესები ხდება”, – დაწერა ნინომ. სოციალურ ქსელში აღნიშნავენ, რომ, სავარაუდოდ, კატო ისევ გახდება ძალადობის მსხვერპლი. „დევდარიანი ფემიციდს გვერდს არ აუვლის, სოსო დიდი ალბათობით მოკლავს კატოს”. „რაღაც მეორე თქაფათქუფის სუნი მცემს”, “საშიშია ეს ბიჭი, წადი კატო მანდედან, სანამ ყვავილები გულზე დაგადო”, “სოსოს ფსიქიატრიც აღარ უშველის”, “ეს კატო რატო ითმენს ამდენს? ცოდოა ეს გოგოც, დავეხმაროთ იქნებ", – წერენ კომენტარებში.