ყვითელი ამბები

ორსულმა ნანუკა გულუამ ქუთაისში ჯვარი დაიწერა - ფოტოები გლამურული ქორწილიდან

Sputnik
მსახიობსა და ტელეწამყვან ნანუკა გულუას, იგივე „დოჩის” სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ შაბათს ქორწილი ჰქონდა. მან და მისმა მეუღლემ კახა კაშიამ ჯვარი ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში დაიწერეს, შემდეგ კი რესტორანში გადაინაცვლეს.
ქორწილში არაერთი ცნობილი სახე იყო და, შესაბამისად, კადრებიც ბევრი გავრცელდა. თავად ორსული პატარძალი ძალიან ენერგიული იყო და მთელი საღამოს განმავლობაში ძალიანაც მოილხინა.
ნანუკა გულუას ქორწილს გადაცემა „ქალების“ მთელი შემადგენლობა ესწრებოდა, რომლის ერთ-ერთი თანაწამყვანი ნანუკაცაა, ხოლო მსახიობი სალომე შარვაძე პატარძლის მეჯვარეც იყო.
ქორწილს ასევე ესწრებოდნენ ტელეწამყვანები თეონა ლეჟავა, ალექსანდრა პაიჭაძე მეუღლესთან ერთად, თათია შარანგია, ბახვა ბრეგვაძე, ვიკა კალანდია, თაკო კორინთელი და სხვები.