ყვითელი ამბები

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა შესაძლოა სასექსის ჰერცოგის ტიტული დაკარგონ

Sputnik
ივნისის დასაწყისში მეგან მარკლი და პრინცი ჰარი შვილებთან ერთად დიდ ბრიტანეთში ჩავიდნენ ელისაბედ მეორის პლატინის იუბილეს აღსანიშნავად. სამეფო ოჯახის წარმომადგენლებმა წყვილს ქალიშვილის დაბადებაც მიულოცეს და ჩანდა, თითქოს ახლა ჰერცოგები მოახერხებდნენ სამეფო ოჯახთან ურთიერთობის დამყარებას, მაგრამ ასე არ მოხდა.
ყვითელი ამბები
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი შვილებთან ერთად დიდ ბრიტანეთში დაბრუნდნენ
ექსპერტი ნილ შონი თვლის, რომ ელისაბედ მეორის მეფობის წლისთავზე თავიანთი საქციელით სასექსის ჰერცოგებმა აჩვენეს, რომ არ სურთ მონაწილეობა მიიღონ სამეფო ოჯახის ცხოვრებაში. მისი აზრით, წყვილთან მალე იმაზე ისაუბრებენ, რატომ სჭირდებათ სამეფო ტიტული.

„სამეფო ოჯახის ორი ყოფილი წევრი მსოფლიოს მეორე მხარეს იყენებს სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ტიტულებს, თუმცა აშკარაა, რომ სამეფო ცხოვრების შეხსენებები რჩება იმად, რაც მათ ყველაზე მეტად აზარალებს“, – განუცხადა შონმა Express.Uk-ს.

პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ მეგან მარკლმა უარი თქვეს სამეფო მოვალეობებზე 2020 წლის მარტში. ახლა წყვილი გადასახადის გადამხდელის ფულს არ ხარჯავს და საკუთარი შემოსავლის გამომუშავებას ცდილობს.