ყვითელი ამბები

„სად იყავით 2017 წელს, თქვე მამაცხონებულებო, კუჭი რომ მომაჭრევინეთ“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი

Sputnik
კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი, რომელმაც წონაში საგრძნობლად დასაკლებად რამდენიმე წლის წინ კუჭის დაპატარავების ოპერაცია გაიკეთა, სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მას ამ ნაბიჯის გადადგმა ბულინგით აიძულეს.
ყვითელი ამბები
„დედაჩემმა მასთან ყველაფერი გაარკვია“ – ნუცა ბუზალაძე მაია კაჭკაჭიშვილთან დაპირისპირებაზე

„მოკლედ, ვითარდება სამყარო, ასევე ჩვენც. ახლა ჭარბწონიან გოგონაზე რაიმე გადაბრუნებული რომ თქვა, ხატზე გადაგცემენ, ჩაგქოლავენ, ამას როგორ ბედავო. ჰოდა, სად იყავით 2017 წელს, თქვე მამაცხონებულებო, კუჭი რომ მომაჭრევინეთ. სცენაზე ვერ ვდგებოდი, ისეთი სახეებით მიყურებდით. ეჰ, რავა ყველაფერს ბედი უნდა, რა“, – დაწერა მაიკო კაჭკაჭიშვილმა.