თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ენერგეტიკული კომპანია „ვიტოლის" წარმომადგენლებთან ერთად საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროების პერსპექტივები განიხილა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
შეხვედრაზე მხარეებმა გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივები მიმოიხილეს. აღინიშნა საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის როლი საერთაშორისო გადაზიდვებში.
კომპანია „ვიტოლი" (Vitol) ენერგორესურსების ვაჭრობის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამოუკიდებელი კომპანიაა, რომელიც ინვესტიციებს განახლებადი ენერგიის წყაროებში ახორციელებს.
კომპანია „ვიტოლს" მსოფლიოს მასშტაბით 40 ფილიალი აქვს გახსნილი.
წყარო - საქართველოს მთავრობა